პროექტები/ღონისძიებები


  1. პროექტის სახელწოდება: Wiliam Shakespeare
  2. პროექტის მთავარი იდეა: შექსპირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა, მისი უკვდავი ტრაგედიების აზრის წვდომა, წერის განუმეორებელი სტილის და მისი ჰუმანისტური მსოფმხედველობის აღქმა
  3. პროექტის აქტუალობა: პრექტი აქტუალურია იმიტომ რომ შექსპირი მიჩნეულია მსოფლიოს უდიდეს დრამატურგად, მისი ტრაგედიები განმსჭვალულია უდიდესი ჰუმანიზმითა და ადამიანის ძალისა და ინტელექტუალური შესაძლებლობისადმი რწმენით. მის სახელს უკავშირდება Globe Theatre- გლობუსის თეატრის შექმნა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ხელოვნების სფეროში
  4. პროექტის მიზნები: პროექტზე მუშაობის პერიოდში მოსწავლეები შეიძენენ კონკრეტულ ცოდნას შექსპირის ცხოვრების, მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ, მათ განუვითარდებათ თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბებისა და გამოთქის უნარ-ჩვევები. გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს შემოქმედებით და წარმოსახვის უნარებს. განივითარებენ ისტ-თან მუშაობის უნარ-ჩვევებს და მის გამოყენებას სასწავლო პროცესში
  5. მონაწილეთა ასაკი:14- 14 წელი მე-6 კლასო
  6. ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი თვე
  7. მოსალოდნელი შედეგები: ფოტოები, კედლის გაზეთი, პრეზენტაცია, სპექტაკლი
  8. პროექტისტვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფურცელი, კალამი, კომპიუტერი, პროექტორი, დამხმარე ლიტერატურა
  9. პროექტის მსვლელობა: პროექტის თემისა და იდეის შერჩევის შემდეგ მოსწავლეებს დავუკონკრეტებ პროექტის მიზნებს და ამოცანებს. დავყოფ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მიეცემა თავისი დავალება, პირველი ჯგუფი იმუშავებს თემაზე Biograpy- შექსპირის ბიოგრაფია-ისინი მოძიებულ მასალას წარმოადგენენ სლაიდების სახით რომელიც გაკეთებული აქვთ  power point-ში. მეორე ჯგუფს მიეცემა დავალება მოიძიონ და წარმოადგინონ ინფორმაცია შექსპირის წერის სტილსა და გლობუსის ტეატრის შესახებ. ისაუბრონ მის უკვდავ პოემებზე - ისინი მოახდენენ ზეპირ პრეზენტაციას. არჩეული გვაქვს სცენა პოემიდან "Romeo and Juliet" მესამე ჯგუფის წევრებს გადანაწილებული აქვთ როლები, მოვაწყობთ სცენას, გლობუსის თეატრის მსგავსად განვალაგებთ სკამებს და ისინი მოახდენენ პრეზენტაციას, შესაბამისი კოსტიუმებით. მეოთხე ჯგუფი-მოახდენს პრეზენტაციას - წაიკითხავენ შექსპირის სონატებს
  10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  
  • უცხ.3 მოსწავლე იყენებს არსებულ რესურსებს და ქმნის ახალს
  • მოსწავლეს აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება დაბრკოლებების მიმართ
  • მოსწავლე ცდილობს თანამშრომლობას კლასელებთან,მასწავლებელთან
  • ტანამშრომლობს გუნდის წევრებთან
  • მოსწავლე ტოლერანტულის შეცდომების მიმართ
11. პროექტის ხელმძღვანელი: მაკა მახათაძე
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: mg.makhatadze@gamail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://makamakhatadze.blogspot.com

2 comments:

  1. მაკა ჩემო კარგო გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იყავი ბედნიერი შენს პატარასთან და მეუღლესთან ერთად.
    შენი პროექტი ძალიან მომეწონა ყოჩაღ!

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა,მეც გილოცავთ ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ
      თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია,მადლობა

      Delete